იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა მიგრაციის საკითხებზე

       მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრმა (ICMPD)  24 აპრილს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  მიგრაციის საკითხებზე    შეხვედრა  გამართა. 

     შეხვედრაზე მოწვეულმა ექსპერტმა,  მიგრაციის დარგში   ერთ-ერთმა  წამყვანმა სპეციალისტმა,   მაასტრიხტის უნივერსიტეტიის პროფესორმა, რონალდ სკელდონმა, ლექცია  გლობალური მიგრაციული პროცესების შესახებ წაიკითხა.  საუბარი შრომით მიგრაციას და  უვიზო მიმოსვლის ფარგლებში გამოვლენილ იმ  რისკებსა და  საფრთხეებს შეეხო, რაც  როგორც ამ წესების დარღვევასთან, ისე ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მიღების პროცედურების ბოროტად გამოყენებასთანაა დაკავშირებული.

    შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და ბიბლიოთეკას მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD)  მიერ მიგრაციის თემაზე  გამოცემული  წიგნები  გადასცეს.

    ლექციას, რომელიც    ინგლისურ ენაზე მიმდინარეობდა, თესაუს სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ. 

     მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრი (ICMPD) საქართველოში პროექტს-,,მიგრაციის მართვის მდგრადობის ხელშეწყობა საქართველოში“ -ახორციელებს და  სახელმწიფო  უწყებებს  მიგრაციასთან  დაკავშირებული  პრობლემების  მოგვარებაში ეხმარება.

 
მნახველთა რაოდენობა: 3577
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.