ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს ინიციატივით და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა, გიორგი ტუმასიანმა, შეხვდრა 23 აპრილს, თესაუს სტუდენტებთან გამართა.
გიორგი ტუმასიანმა ქვეყნის განვითარების პროცესში ახალგაზრდობის როლზე, გაეროს დღის წესრიგის იმპლემენტაციაზე, განათლების სისტემის რეფორმირების, ქვეყნის განვითარებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის შესახებ ისაუბრა. დისკუსია, ასევე, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, სახელმწიფოს შერიგების პოლიტიკას და სხვა საკითხებს შეეხო.
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელლის ვიზიტი თესაუში, ნატოს კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.