იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
,,უჩინმაჩინის ქუდი“,-წარმოდგენა თესაუში

      ,,უჩინმაჩინის ქუდი“,-ამ სახელწოდების წარმოდგენა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტებმა, 20 აპრილს, თესაუს ბიბლიოთეკაში, გამართეს.

     უნივერსიტეტის  თეატრალური დასის  ახალგაზრდა  მსახიობებმა  მაყურებელს საინტერესო სპექტაკლი შესთავაზეს.  სტუდენტებმა  ვაჭარი მარტირუზას ოცნება  ჯადოსნური  უჩინმაჩინის ქუდზე, რომ თავის ახალგაზრდა ცოლს  უთვალთვალოს,  კიდევ ერთხელ გააცოცხლეს.

     გიორგი ერისთავის ცნობილი პიესა,  თელავის სახელმწიფო  დრამატული თეატრის ცნობილი  მსახიობების,  თესაუს თეატრალური   დასის ხელმძღვანელების,  ლალი გულიაშვილის  და ნონა ხუმარაშვილის ძალისხმევით,   ამჯერად  უნივერსიტეტის სცენაზე  დაიდგა.

   წარმოდგენას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  თანამშრომლები  და სტუდენტები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 5491
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.