იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ქართული კრედიტი“-ს დასაქმების ფორუმი თესაუში

   ,,ქართულმა კრედიტმა“  20 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დასაქმების ფორუმი გამართა.

   თესაუს სტუდენტები მიკროსაფინანსო ორგანიზაციის საქმიანობას გაეცნენ და მოისმინეს მასტერკლასი  თემაზე -,,წარმატებული გასაუბრების პრინციპები“.

    კომპანიის წარმომადგენლებმა ,, ქართული კრედიტის“  მისიის, ღირებულებების და დასაქმების პერსპექტივის შესახებ ამომწურავად ისაუბრეს.

   როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანიის მიზანი მიკრო, საშუალო ბიზნესისა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელეწყობა და განვითარებაა, რაც  მნიშვნელოვნად უწყობს  ხელს სამუშაო ადგილების შექმნას საქართველოში.

 
მნახველთა რაოდენობა: 3771