,,ნატოს დღეები 2018 -ის’’ ფარგლებში, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის კახეთის რეგიონული ბიუროს ორგანიზებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 19 აპრილს, სტუდენტური დისკუსია-,,ნატო-უსაფრთხოების გარანტი’’-ჩატარდა.
დიკუსიის მიზანს ევროატლანტიკურ საკითხებზე სტუდენტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება წარმოადგენდა. შეხვედრაზე ის მთავარი გამოწვევები გამოიკვეთა, რომლებიც საქართველო-ნატოს თანამშრომლობის პროცესში არსებობს.
შეხვედრაზე შსს სასაზღვრო პოლიციის ადმინისტრაციის უფროსმა, ნინო ბაქრაძემ, სტუდენტებს სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის მთავარი ასპექტები გააცნო. მოწვეულმა ექსპერტმა დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობის შესახებაც მიაწოდა.
დისკუსიაში, თესაუს სტუდენტებთან და პროფესორებთან ერთად, მონაწილეობა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიიღეს.
პროექტი თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.