ცხადდება სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა. „ახალგაზრდა მეწარმე“ განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ ბიზნეს საქმიანობის განხორციელება საქართველოში.
აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია, 20 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ორგანიზაცია ,,აგროსერვისის“ წარმომადგენლებმა გამართეს.
როგორც პრზენტატორებმა: მაია კიკნაძემ, დავით თამარაშვილმა და ოთარ ჭიღლაძემ შეხვედრაზე აღინიშნეს, პროგრამის მიზანია, სტიმული მიეცეს სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების განვითარებას და ბიზნესში ჩართულობას, რეგიონებში ეკონომიკურ ზრდას, კერძო სექტორის გაძლიერებას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის ჯაჭვში ინვესტიციების განხორციელებას.
პროექტის-„ახალგაზრდა მეწარმე“- ფარგლებში, მოხდება მხოლოდ ახალი ბიზნესის დასაწყებად საჭირო ხარჯების თანადაფინანსება.
პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ დონორი ორგანიზაციის, დანიის სართაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებით.