იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა

        ცხადდება სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების  მხარდაჭერის პროგრამა. „ახალგაზრდა მეწარმე“ განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე  იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სურთ ბიზნეს საქმიანობის განხორციელება საქართველოში.

      აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია,  20 აპრილს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,   ორგანიზაცია ,,აგროსერვისის“ წარმომადგენლებმა გამართეს.

      როგორც პრზენტატორებმა: მაია კიკნაძემ, დავით თამარაშვილმა და ოთარ ჭიღლაძემ შეხვედრაზე აღინიშნეს,  პროგრამის მიზანია, სტიმული მიეცეს სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების განვითარებას და ბიზნესში ჩართულობას, რეგიონებში ეკონომიკურ ზრდას, კერძო სექტორის გაძლიერებას და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის ჯაჭვში ინვესტიციების განხორციელებას.

       პროექტის-„ახალგაზრდა მეწარმე“- ფარგლებში, მოხდება მხოლოდ ახალი ბიზნესის დასაწყებად საჭირო ხარჯების თანადაფინანსება.

      პროგრამა ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ და ახორციელებს და ა(ა)იპ „სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო“ დონორი ორგანიზაციის, დანიის სართაშორისო განვითარების სააგენტოს (DANIDA) დაფინანსებით.

 
მნახველთა რაოდენობა: 4751
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.