იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,კაცები ზრუნავენ“-საინფორმაციო შეხვედრა თესაუში

   19 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გლობალური კამპანიის, სახელწოდებით, - ,,კაცები ზრუნავენ“- ფარგლებში,  თესაუს სტუდენტებისთვის და თანამშრომლებისთვის  საინფორმაციო შეხვედრა  გაიმართა.
     MenCare  გლობალური  კამპანიაა, რომელიც მსოფლიოს 40-ზე მეტ ქვეყანაში ხორციელდება.  კამპანიის მიზანია, წაახალისოს კაცების, როგორც მზრუნველი მამების და პარტნიორების,  ჩართულობა ოჯახების კეთილდღეობაში, რათა კაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი ქალთა თანასწორობას.

     როგორც შეხვედრაზე ,,გაეროს მოსახლეობის ფონდის“ ტრენერებმა: გიორგი ლიპარიშვილმა და ლადომ გოგოლაძემ, აღნიშნეს,  მნიშვნელოვანია,  მოვუწოდოთ კაცებს, რომ გახდნენ უფრო გულისხმიერები, მეტად ჩაერთონ საოჯახო საქმეებში და ბავშვის აღზრდის პროცესში.
    საქართველოში კამპანია   MenCare / კაცები ზრუნავენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის ინიციატივით ხორციელდება, კამპანიის ფინანსური მხარდამჭერი კი შვედეთის მთავრობაა. 

 
მნახველთა რაოდენობა: 3901
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.