,,გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე,“- ამ სახელწოდების საქველმოქმედო აქცია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,19 აპრილს, კიდევ ერთხელ ჩატარდა. თესაუ-ს ნაციონალური სისხლის ბანკის წარმომადგენლები სტუმრობდნენ.
სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით გამართულ საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და თანამშრომლებმა მიიღეს.
სისხლის უანგარო დონაციის აქციები საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში პერმანენტულად იმართება და მისი მიზანი სისხლის უანგარო დონორობის პოპულარიზაციაა.
სხვადასხვა სახის საქველმოქმედო ღონისძიებები, სტუდენტების აქტიური მონაწილეობით, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მთელი წლის განმავლობაში, ინტენსიურად ტარდება.