მიგრაციის პრობლემებსა და უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობებზე მსჯელობდნენ 17 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. საინფორმაციო შეხვედრა -,,ინფორმირებული მიგრაცია-უსაზღვრო შესაძლებლობები“- სტუდენტებისთვის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (lOM) - გამართა.
ორგანიზაციის კახეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა, ლია ძამუკაშვილიმა, შეხვედრაზე საუბრის დროს ყურადღება მიგრაციის გამოწვევებზე, უვიზო მიმოსვლის, არალეგალური შრომითი მიგრაციის, მაღალკვალიფიციური კადრების გადინების პრობლემებზე და სხვა საკითხებზე გაამახვილა.
lOM , ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს- ,,საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა“. შეხვედრები, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს უმაღლეს, პროფესიულ სასწავლებლებში და საჯარო სკოლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმართება. პროექტის ერთ-ერთი მიზანია ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო, კანონიერი მიგრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.