იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ინფორმირებული მიგრაცია-უსაზღვრო შესაძლებლობები“- მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (lOM) საინფორმაციო შეხვედრა თესაუში

      მიგრაციის პრობლემებსა და უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობებზე მსჯელობდნენ 17 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.  საინფორმაციო შეხვედრა  -,,ინფორმირებული მიგრაცია-უსაზღვრო შესაძლებლობები“- სტუდენტებისთვის მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (lOM) - გამართა.

     ორგანიზაციის კახეთის რეგიონული ოფისის წარმომადგენელმა, ლია ძამუკაშვილიმა, შეხვედრაზე საუბრის დროს ყურადღება მიგრაციის გამოწვევებზე, უვიზო მიმოსვლის, არალეგალური შრომითი მიგრაციის,  მაღალკვალიფიციური კადრების გადინების  პრობლემებზე   და სხვა საკითხებზე გაამახვილა.

       lOM , ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით,  ახორციელებს პროექტს- ,,საქართველოში საზღვრის და მიგრაციის მართვის მდგრადობის უზრუნველყოფა“.    შეხვედრები, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველოს უმაღლეს, პროფესიულ  სასწავლებლებში და  საჯარო სკოლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, იმართება. პროექტის ერთ-ერთი მიზანია ახალგაზრდებისთვის უსაფრთხო, კანონიერი მიგრაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 3230
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.