იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა თესაუ-ს პროფესორები დააჯილდოვა

      საქართველოს პარლამენტის წევრმა, თელავისა და ყვარლის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ირაკლი სესიაშვილმა, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები,  ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებაში შეტანილი წვლილისთვის, დააჯილდოვა.

       დეპუტატის  სახელით, მადლობის სიგელები ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტს (ხელმძღვანელი-ასოცირებული პროფესორი ნინო გიორგაძე)  და  პროფესორებს: როინ ჭიკაძეს, მაყვალა მიქელაძეს, ლიანა ტალახაძეს,   ნანა რჩეულიშვილს თესაუს რექტორმა გადასცა.  

     თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა და ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ირაკლი სესიაშვილს დაფასებისთვის  მადლობა  გადაუხადეს.

     როგორც რექტორმა აღნიშნა,  დიდია  თესაუ-ს მეცნიერების წვლილი ქართული ენისა და ლიტერატურის განვითარების საქმეში, რომელსაც ისინი  მრავალი წელია, ერთგულად ემსახურებიან.

 
მნახველთა რაოდენობა: 4474
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.