იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს ბანკის სტიპენდია გამოცხადებულია!                         
თესაუს სტუდენტების მსვლელობა ქართული ენის სიწმინდის დასაცავად

      14 აპრილს,  დედა ენის  კვირეულს ფარგლებში, თესაუს, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის  და ადგილობრივი  საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით,   ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა .

      თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის სამსახურთან არსებულმა ჯგუფმა - ,,სტუდენტურმა ერთობამ“ - მსვლელობა  ქართული ენის სიწმინდისა და ღირსების დასაცავად გამართა. სტუდენტებს თელავის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები და  სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენელბიც შეუერთდნენ (პროექტის ავტორი:  თესაუს კულტურის სამსახურის  კოორდინატორი - მანანა შიოშვილი).

       თესაუ-ს სტუდენტებმა, მუნიციპალიტეტის სხვადასხვა შემოქმედებით გაერთიანებებთან ერთად,    მონაწილეობა ნიკო სულხანიშვილის სახელობის თელავის პროფესიულ სამუსიკო სასწავლებელში გამართულ საზეიმო კონცერტშიც  მიიღეს.  

    ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, სტუდენტები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4780
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.