იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამები

      25 აპრილს სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრი 2018-2019 სასწავლო  წლისთვის  საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთა განაცხადების მიღებას დაიწყებს.   აღნიშნულ სასტიპენდიო  პროგრამებთან  დაკავშირებით,  13 აპრილს,  იაკობ  გოგებაშვილის  სახელობის    თელავის   სახელმწიფო  უნივერსიტეტში,  საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა.

      კონკურსი საერთაშორისო სამაგისტრო, სადოქტორო, საზღვარგარეთ კვალიფიკაციის  ამაღლების და  სახელოვნებო აკადემიურ სასტიპენდიო პროგრამებზე გამოცხადდება.

     ოთხივე პროგრამა, როგორც სწავლის საფასურის, ასევე, ცხოვრებისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურებას ითვალისწინებს.  ელ.  განაცხადების მიღება 2018 წლის 25 აპრილს დაიწყება და ერთი თვის მანძილზე  გაგრძელდება.

     როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ,,განათლების საერთაშორისო ცენტრი“  2014 წელს დაარსდა და 2014-2017 წლებში საზღვარგარეთ სწავლის მსურველი საქართველოს მოქალაქეებისთვის  500-ზე მეტი სასწავლო სტიპენდია გასცა. ცენტრის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით,    საერთაშორისო  სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება.

 
მნახველთა რაოდენობა: 4099
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.