იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,ქართული ენის ამაგდართა საფიხვნო,“-ღონისძიება თესაუში

    12 აპრილს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ,,ქართული ენის ამაგდართა საფიხვნო“-ს უმასპინძლა.

    ღონისძიება თესაუ-ს  ქართული ფილოლოგიის  დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა  პროფესორმა ნინო გიორგაძემ, გახსნა. მან შესავალ სიტყვაში დამსწრე საზოგადოებას ინფორმაცია ,,ქართული ენის ამაგდართა საფიხვნოს“ შექმნის შესახებ მიაწოდა, რომელსაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის  პროფესორი როინ ჭიკაძე უხელმძღვანელებს.

     ღონისძიების სტუმრებმა: არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა, ავთანდილ არაბულმა,  გიორგი  გოგოლაშვილმა და იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების თავმჯდომარემ, მამა კონსტანტინემ, ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ ხაზი  როინ ჭიკაძის დამსახურებებს გაუსვეს, რომელმაც მთელი ცხოვრება ქართული ენის მსახურებას მოახმარა და წელს დაბადებიდან 80 წლის იუბილეს აღნიშავს.  სტუმრებმა იუბილარს არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მისალოცი სიგელი, წიგნები და სხვა სამახოვრო საჩუქრები გადასცეს. დღესვე  როინ ჭიკაძის წიგნის- ,,ლინგვისტური სჯანი“- პრეზენტაცია გაიმართა.

    ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორები  თესაუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტი და იაკობ გოგებაშვილის საზოგადოება იყვნენ, უნივერსიტეტის სტუდენტები და პროფესორები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 5156