იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა კვლავ ნანა რინკიაშვილმა დაიკავა

      5 აპრილს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტის  სოციალურ  მეცნიერებათა,  ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტზე, დეკანის არჩევნები გაიმართა.

      საარჩევნო პროცედურების მიხედვით   შექმნილ  3 წევრიან  კომისიას აღნიშნული ფაკულტეტის  ასისტენტ-პროფესორი  ნათელა  ბასილაშვილი ხელმძღვანელობდა.

     არჩევნებზე წარმოდგენილი იყო  ერთი  კანდიდატი,  სოციალურ მეცნიერებათა,  ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული  პროფესორი  ნანა რინკიაშვილი, რომელიც დეკანის პოსტს  აჩევნებამდეც იკავებდა.

      არჩევნების შედეგების მიხედვით,  29 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 23 ამომრჩეველი გამოცხადდა და ყველა მათგანმა მხარი  წარმოდგენილ კანდიდატს  დაუჭირა.  შესაბამისად,  სოციალურ მეცნიერებათა,  ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობას  კვლავ ნანა რინკიაშვილი იკავებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 5246