30 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ღია კარის დღე ჩატარდა. თესაუ-ს კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები სტუმრობდნენ.
მათ სიტყვით უნივერსიტეტის სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებმა და წარმატებულმა სტუდენტებმა მიმართეს. მოსწავლეებმა თესაუ-ს საგანმანათლებლო პროგრამების, საერთაშორისო, გაცვლითი პროექტების, კულტურული, სპორტული აქტივობების და უნივერსიტეტთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.
შეხვედრის შემდეგ აბიტურიენტებმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო კორპუსები, ბიბლიოთეკა, სპორტული დარბაზი და კაბინეტ-ლაბორატორიები დაათვალიერეს.