,,დიდი შემობრუნება“- ამ სახელწოდების დოკუმენტური ფილმის ჩვენება 27 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ,,ამერიკის კუთხის“ ორგანიზებით, გაიმართა.
ამერიკული კინოპროდუქცია აშშ-ში ქალთა უფლებებისათვის ბრძოლას ეძღვნება. კინოჩვენების შემდეგ დისკუსიაში მონაწილეობა თესაუ-ს სტუდენტებმა, თანამშრომლებმა და ამერიკელმა მოხალისეებმა მიიღეს.
მსგავსი ღონისძიებები, მარტის თვეში, რომელიც აშშ-ში ქალთა უფლებების დაცვის თვედაა გამოცხადებული, ქვეყნის მასშტაბით, არასამთავრობო ორგანიზაციებში, საგანმანათლებლო და სხვა სახის დაწესებულებებში ტარდება.
,,ამერიკის კუთხე“ თელავის მთავარ ბიბლიოთეკაში 2003 წლიდან ფუნქციონირებს და ინგლისური ენის შესწავლასთან ერთად, სადისკუსიო კლუბებს, ფილმების ჩვენებს და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს ხშირად მასპინძლობს.