იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
SKYE პროგრამის საინფორმაციო შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

22 მარტს, SKYE პროგრამის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან და საჯარო სკოლების მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრაზე SKYE კლუბის წევრებმა სხვადასხვა სკოლებიდან  წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე „აქტიური მოქალაქეობა“.

აღნიშნული საკითხი პრეზენტატორებმა განიხილეს SKYE კლუბის სასწავლო პროგრამის ფარგლებში, შემდეგ ძირითად პუნქტებზე დაყრდნობით:

  • აქტიური მოქალაქეობა;
  • თემის მომსახურებაზე დაფუძნებული სწავლება (SKYE - ის სწავლების
  • ბორბალი);
  • თემის მნიშვნელობა, თემში თითოეული ადამიანის როლი და დანიშნულება.

 მომავალში SKYE პროგრამაში თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ხუთი სტუდენტი ჩაერთვება.

SKYE პროგრამას 2018 წლიდან თელავში  სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრი“  საერთაშორისო ორგანიზაცია World Vision საქართველოს წარმომადგენლობასთან თანამშრომლობით ახორციელებს.  

 
მნახველთა რაოდენობა: 3456
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.