20 მარტს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექცია, რომელსაც იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრის ეროვნული ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი, ნათია ჩიტაშვილი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგები გულო დილავერიძე და შორენა ლაზარიაშვილი უძღვებოდნენ.
საჯარო ლექციას პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და პარაქტიკოსი იურისტები ესწრებოდნენ. ამავე დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გაიმართა საჩვენებელი ლექცია სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის მიმართულებით. მედიაციის აკადემიური გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით უნივესიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრი (TSU NCADR) ახორციელებს მედიაციის აკადემიური გაძლიერების პროექტს (Academic Enhancement of Mediation), რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 9-10 დეკემბერს თბილისისა და რეგიონების 10 უმაღლესი სასწავლებლის 20 ლექტორს ჩაუტარდა საბაზისო ტრენინგი მედიაციაში, ხოლო ა/წ 25-26 თებერვალს მათ წარმატებით გაიარეს სწავლების მეთოდოლოგიის პროგრამა უნივერსიტეტებში მედიაციის კურსების დანერგვის მიზნით.