იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
უვიზო მიმოსვლის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ეტაპის პრეზენტაცია თესაუ-ში

    ,,ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის’’ ორგანიზებით და სამთავრობო სტრუქტურების მხარდაჭერით, საქართველოს მასშტაბით, ვიზალიბერალიზაციის შესახებ საინფორმაციო კამპანიის მესამე ეტაპი  ხორციელდება.

     აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 12 მარტს შეხვედრა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

     პრეზენტაციაზე ევროკავშირის შესახებ საზოგადოების ინფორმირების სამსახურის უფროსმა, მარიამ დოლიძემ და ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მკვლევარ-ანალიტიკოსმა, გიორგი გობრონიძემ,  საინფორმაციო კამპანიის ძირითად ასპექტებზე, უვიზო მიმოსვლის პროცესის მიმდინარეობაზე,  ევროპაში თავშესაფრის უკანონოდ მაძიებელთა ზრდის ტენდენციის პრევენციისთვის დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე გაამახვილეს ყურადღება და საზოგადოების კითხვებს უპასუხეს.

      საინფორმაციო კამპანიის მესამე ეტაპის  მიზანია, საზოგადოებას უვიზო მიმოსვლის წესები კიდევ ერთხელ შეახსენოს, მოახდინოს მათი შემდგომი დარღვევისა და ასევე, ევროკავშირის სივრცეში თავშესაფრის მოთხოვნის პროცედურების ბოროტად გამოყენების პრევენცია.

      შეხვედრაში მონაწილეობა ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა, სასულიერო პირებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა, სტუდენტებმა  და მოსწავლეებმა მიიღეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 3691