რას ნიშნავს ტრეფიკინგი და როგორ შეიძლება ადამიანებით ვაჭრობის პრევენცია? -ამ და სხვა საკითხებზე პროკურატურის წარმომადგენლები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს და საჯარო სკოლების მოსწავლეებს 7 მარტს, თესაუ-ში, გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე ესაუბრნენ.
ღონისძიება თელავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, პროექტის- ,,საზოგადოებრივი პროკურატურა'' -ფარგლებში, გაიმართა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელია არა მხოლოდ დამნაშავეთა დასჯა, არამედ, საზოგადოების სწორად ინფორმირება.
„საზოგადოებრივი პროკურატურა“ პროკურატურის ერთ-ერთი პროექტია, რომლის მიზანია დანაშაულის პრევენცია, პროკურატურის გამჭვირვალობის გაზრდა და ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში საზოგადოების მონაწილეობის ხარისხის ამაღლება.
თელავის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით, შეხვედრები თესაუ-ში ავტოსატრანსპორტო დანაშაულებების, საგზაო მოძრაობის წესების დარღვევების, ნარკოტიკული დანაშაულის და სხვა თემების შესახებ 2017 წელსაც გაიმართა.