მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები განიხილეს 6 მარტს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერს შორის გამართულ შეხვედრაზე.
თესაუ-ს პროფესორებმა მუნიციპალიტეტის მერს მუნიციპალური ტარნსპორტის, უპატრონო ძაღლების თავშესაფრის, თელავის განაშენიანების გეგმისა და ქალაქში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გააცნეს.
შოთა ნარეკლიშვილმა პრობლემების გადაჭრის გზებსა და ამ კონკრეტულ საკითხებზე მუნიციპალიტეტში დაგეგმილ ღონისძიებებზე დეტალურად ისაუბრა.
უნივერსიტეტის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მერი სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებასა და თვითმმართველობის წინაშე არსებული საკითხების გადაჭრაში უნივერსიტეტის აქტიურ ჩართულობაზე შეთანხმდნენ.