იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ თესაუ-ში ახალი პროექტის - „შსს-ს არქივი - მემატიანე“ -პრეზენტაცია გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს  აკადემიის არქივის ხელმძღვანელი, არქივის თანამშრომლებთან ერთად, 23 თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს და სტუდენტებს შეხვდა.

     თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ხელმძღვანელმა,  ომარ თუშურაშვილმა, ორ უმაღლეს სასწავლებელს შორის ურთიერთობის მნიშვნელობაზე  გაამახვილეს ყურადღება.     შეხვედრაზე საუბარი თესაუ-ს და შსს აკადემიას შორის, ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებს შეეხო.  როგორც აღინიშნა, ერთ კვირაში, თესაუ-ს სტუდენტები შსს აკადემიაში გაემგზავრებიან და სასწავლო-პრაქტიკული კურსის ფარგლებში, აკადემიის არქივში დაცულ უნიკალურ მასალას გაეცნობიან.

      შინაგან საქმეთა სამინიტროს არქივის თანამშრომლებმა  ახალი პროექტის- „შსს-ს არქივი - მემატიანე“ -ს  პრეზენტაცია გამართეს.  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აღნიშნული  სამაგიდე თამაშის მეშვეობით, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, საქართველოს უახლეს ისტორიაში განვლილი მასალის (კონკრეტული პერიოდის) შესახებ საკუთარი ცოდნა გადაამოწმონ და მოძრაობის უსაფრთხოების წესებს გაეცნონ.
      პროექტის მიზანია შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული და საზოგადოებისთვის უკვე ხელმისაწვდომი საქართველოს უახლესი ისტორიის მასალების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, საქართველოს საჯარო  სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ისტორიის  სწავლების  ინტერაქტიული მეთოდოლოგიის დანერგვა.

    პრეზენტაციის დასასრულს ომარ თუშურაშვილმა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს თამაშის სრული ინვენტარი გადსაცა, რომელსაც ისინი ისტორიის ლექციებზე გამოიყენებენ. თესაუ-ს ბიბლიოთეკას კი,  აკადემიის მიერ გამოცემული წიგნები და ჟურნალები უსაჩუქრა, რომლებშიც უნიკალური საარქივო მასალებია დაცული.

 
მნახველთა რაოდენობა: 3714