იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის სპეციალობის სტუდენტები USAID/REAP-ის პროექტის ფარგლებში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ.
კონკურსში მონაწილეობა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს და ფილმები აგროჟურნალისტიკის მიმართულებით მოამზადეს. დოკუმენტური ფილმების თემატიკა იმ წარმატებულ მეწარმეებს შეეხებოდა, რომლებიც საკუთარი პროდუქციის რეალიზაციას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ეწევიან.
პროექტის მიზანს საქართველოში, განსაკუთრებით კი, რეგიონებში, აგროჟურნალისტიკის განვითარება წარმოადგენდა.
კონკურსში მონაწილეობა ბათუმის, ქუთაისის, გორის, სამცხე-ჯავახეთის, ახალციხის, თბილისის და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს. ნახევარფინალი 4-მა ნამუშევარმა (ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი) გადალახა. ჟიურიმ ფილმები შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით შეარჩია. ფინალში მხოლოდ ორი გამარჯვებული , თელავის და ბათუმის უნივერსიტეტების ფილმები, გამოვლინდა.
პროექტის თელავის კოორდინატორია თესაუ-ს ასისტენტ- პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულებით, თეა ლათიფაშვილი.