იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
სასტიპენდიო პროგრამები უნგრეთსა და საფრანგეთში 2018-2019

    ,,განათლების საერთაშორისო ცენტრმა“   2018-2019  სასწავლო წლისთვის საზღვარგარეთ სწავლის მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო.  კონკურსი  ფრანგულ და უნგრულ სასტიპენდიო პროგრამებზე გამოცხადდა.

     აღნიშნული პროგრამების შესახებ დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით, 2 თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ,,განათლების საერთაშორისო ცენტრმა“  საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

     როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სასტიპენდიო კონკურსის- „სამაგისტრო პროგრამები საფრანგეთში 2018-2019“ - საშუალებით, საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა მიეცემათ, მოიპოვონ სტიპენდია საფრანგეთში, მაგისტრის აკადემიუ-რი ხარისხის მისაღებად, როგორც ფრანგულენოვან, ასევე, ინგლისურენოვან  პროგრამებზე ( http://iec.gov.ge/4314).

      ,,განათლების საერთაშორისო ცენტრში“, ასევე, დაიწყო ელექტრონული  განაცხადების მიღება, უნგრული პროგრამის ფარგლებში.  უნგრეთის  მთავრობის სტიპენდია- ,,Stipendium Hungaricum” - მიზნად  ისახავს  საქართველოს 80 მოქალაქის დაფინანსებას უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში (  http://iec.gov.ge/News/9991 ,  http://iec.gov.ge/4312).

   ,,განათლების საერთაშორისო ცენტრმა“ 2014-2017 წლებში საზღვარგარეთ სწავლის მსურველი  საქართველოს მოქალაქეებისთვის  500-ზე მეტი სტიპენდია გასცა. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა სწავლა საზღვარგარეთ და მიღებული ცოდნის რეალიზებას საქართველოში განაგრძობს.
 
მნახველთა რაოდენობა: 12308