2 თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, თესაუ-ს სტუდენტური ჯგუფის ინიციატივით, ღონისძიება- ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია“- გაიმართა.
ღონისძიებას პროექტის ორგანიზატორი, თესაუ-ს ისტორიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრი თამარ ღურწკაია, უძღვებოდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს, ტელეპროექტის- ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია” - შეწყვეტის პრობლემებს და განახლების პერსპექტივებს შეეხო.
ღონისძიებაში მონაწილეობა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მალხაზ ცირეკიძემ, უნივერსიტეტის სტუდენტებმა, თელავის სალოტბარო სკოლის და თბილისის კერძო სკოლა ,,ლაშარის“ წარმომადგენლებმა მიიღეს.
პროექტის ფარგლებში ნაჩვენები იყო მხატვრულ - დოკუმენტური ფილმების სერიალის- ,,გააგრძელე საქართველოს ისტორია” - ერთ-ერთი ეპიზოდი.
ფილმი საქართველოს ისტორიის ცალკეული მონაკვეთების შესახებ მოგვითხრობს. მისი ავტორი და წამყვანია მწერალი გურამ ქართველიშვილი, რეჟისორი- შალვა შენგელი.