30 იანვარს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში, წიგნის- „ ესე ტაძარი“ (ისტორიული ტრილოგია) პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორია უსინათლოთა და მცირე მხედველთა ასოციაციაციის-„უსინათლოები საზღვრებს გარეშე“- თავმჯდომარე, პროფესორი ბესარიონ სოლოღაშვილი.
ბესარიონ სოლოღაშვილმა 2004 წელს, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, უსინათლო მკითხველთათვის სამკითხველო დარბაზი დააფუძნა, ამჟამად კი, ის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, უსინათლოთა მომსახურების ცენტრს ხელმძღვანელობს. ბესარიონ სოლოღაშვილი არის 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოს და საერთაშორისო ჟურნალებში. მისი ხელმძღვანელობით, უსინათლოებისათვის ქართული ტექსტების გამახმოვანებელი პროგრამების კომპიუტერული პაკეტი შეიქმნა.
პრეზენტაციას თესაუ-ს ბიბლიოთეკის თანამშრომლები, პროფესორ- მასწავლებლები, თელავის ცენტრალიზებული საბიბლიოთეკო ქსელის წარმომადგენლები და წიგნის ავტორის მეგობრები დაესწრნენ.