,,საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაცია მადლობას გიხდით ასეთი წარჩინებული სტუდენტის აღზრდისთვის“,- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, საქართველოს ტაიბოქსის და კიკბოქსინგის ფედერაციისგან მადლობის წერილი მიიღო. ფედერაციის წერილში საუბარია თესაუ-ს აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტის, ნუგზარ ყარაგვეზაშვილის, წარმატებების შესახებ.
საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის სპორტსმენი, ნუგზარ ყარაგვეზაშვილი, სპორტის აღნიშნული სახეობების სერტიფიცირებული მწვრთნელი და კიკბოქსინგის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია.
თესაუ-ს სტუდენტი, სწავლის პარალელურად, ახალგაზრდების სპორტში ჩაბმისა და ორთაბრძოლებით დაინტერესებისთვის, აქტიურ კამპანიას აწარმოებს და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავს.