იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოს ტაიბოქსის და კიკბოქსინგის ფედერაციისგან მადლობის წერილი მიიღო

     ,,საქართველოს კიკბოქსინგის ფედერაცია მადლობას გიხდით ასეთი წარჩინებული სტუდენტის აღზრდისთვის“,- იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, საქართველოს ტაიბოქსის  და  კიკბოქსინგის  ფედერაციისგან მადლობის წერილი მიიღო.    ფედერაციის წერილში საუბარია  თესაუ-ს  აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-2 კურსის  სტუდენტის, ნუგზარ ყარაგვეზაშვილის, წარმატებების შესახებ.

        საქართველოს ტაილანდური კრივისა და კიკბოქსინგის ეროვნული ფედერაციის სპორტსმენი,   ნუგზარ ყარაგვეზაშვილი,  სპორტის აღნიშნული სახეობების სერტიფიცირებული მწვრთნელი და  კიკბოქსინგის ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორია.

     თესაუ-ს სტუდენტი, სწავლის პარალელურად, ახალგაზრდების სპორტში ჩაბმისა და ორთაბრძოლებით დაინტერესებისთვის, აქტიურ  კამპანიას აწარმოებს და სხვადასხვა სახის ღონისძიებებს მართავს.  

 
მნახველთა რაოდენობა: 7472
 
 
 
 

2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.