საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), ევროკავშირის Erasmus+ პროგრამის მხარდაჭერით, ახორციელებს პროექტს- ევროკავშირის შესახებ სასწავლო მოდული რეგიონული უნივერსიტეტებისთვის. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ლექციათა ციკლი ევროკავშირის შესახებ.
28 დეკემბერს, თესაუ-ში, გამართულ შეხვედრას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი სერგი კაპანაძე უძღვებოდა, რომელიც სტუდენტებს ევროკავშირის ინსტიტუტების და გადაწყვეტილების მიღების პროცესის შესახებ ესაუბრა.
პროექტის მონაწილეებს, რომლის მიზანია საქართველოს რეგიონებში არსებულ უნივერსიტეტებში ევროკავშირის შესახებ ცოდნის ამაღლება, სერტიფიკატები გადაეცათ.