27 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინტელექტუალური თამაშის-,,რა? სად? როდის?“- სტუდენტური ლიგის ფინალური შეხვედრა გაიმართა.
გადამწყვეტ ბრძოლაში ჩემპიონის ტიტული ტურნირის ფავორიტმა გუნდმა -,,L.S.D."-მ მოიპოვა (კაპიტანი - ნინო კევლიშვილი).
დაძაბული გამოვიდა ,,Stepdad's"-ისა და ,,69"-ს დაპირისპირებაც, რომლებმაც მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს.
ჩემპიონატის ორგანიზატორია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, საინფორმაციო მხარდამჭერი- თელავის ტელეკომპანია ,,თანამგზავრი“.
თესაუ-ს სტუდენტური ლიგა გულშემატკივრებს 2018 წლის თებერვლამდე დაემშვიდობა.