იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ინტელექტუალური თამაშის ფინალური შეხვედრა თესაუ-ში

    27 დეკემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინტელექტუალური თამაშის-,,რა? სად? როდის?“- სტუდენტური ლიგის  ფინალური შეხვედრა გაიმართა.

    გადამწყვეტ ბრძოლაში  ჩემპიონის ტიტული ტურნირის ფავორიტმა გუნდმა -,,L.S.D."-მ  მოიპოვა (კაპიტანი - ნინო კევლიშვილი).

    დაძაბული გამოვიდა ,,Stepdad's"-ისა  და  ,,69"-ს დაპირისპირებაც, რომლებმაც  მეორე და მესამე ადგილები გაინაწილეს.

     ჩემპიონატის  ორგანიზატორია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, საინფორმაციო მხარდამჭერი- თელავის ტელეკომპანია ,,თანამგზავრი“.

    თესაუ-ს სტუდენტური ლიგა  გულშემატკივრებს 2018 წლის თებერვლამდე დაემშვიდობა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3861
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.