საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავსა და ექვთიმე თაყაიშვილის 155 წლის იუბილეს იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურულ-დრამატული კომპოზიცია მიუძღვნა.
,ექვთიმე ღვთისკაცი“- ამ სახელწოდების წარმოდგენა თელავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, 26 დეკემბერს, თესაუ-ს კულტურის სამსახურთან არსებულმა ,,ხელოვნებისა და ლიტერატურის სამყაროს“ ჯგუფმა გამართა.
სცენარის ავტორი და დამდგმელი რეჟისორია საქართველოს დამსახურებული არტისტი თემურ ხუნაშვილი, მხატვარი-ეკატერინე თორაძე, პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი- მანანა შიოშვილი.
წარმოდგენას იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი, კახეთის გუბერნატირის მოადგილე ირაკლი შიოშვილი, ქალაქ თელავის მერი შოთა ნარეკლიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.
„ხელოვნებისა და ლიტერატურის სამყაროს“ ჯგუფი ცნობილ ქართველ მოღვაწეებზე ლიტერატურულ წარმოდგენებს მომავალშიც გამართავს.