იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შსს აკადემიას და თესაუ-ს შორის თანამშრომლობა გრძელდება

    შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიასა  და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში,  თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. ამის შესახებ 22 დეკემბერს, თესაუ-ში,  შსს  აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, ირმა შიოშვილმა, განაცხადეს.

      შეხვედრაზე საუბარი უკვე  განხორციელებულ პროექტებს და სამომავლო  გეგმებს შეეხო.  რექტორებმა  ერთმანეთს საჩუქრად  თესაუ -ს და შსს აკადემიის პროფესორების ავტორობით გამოცემული წიგნები გადასცეს.

      მოგვიანებით შსს აკადემიის რექტორი თესაუ-ს სტუდენტებს შეხვდა. გივი მიქანაძემ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს საქმეზე ორიენტირებული, კოლეგიალური თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და   აკადემიაში განხორციელებული გაცვლითი, სასწავლო  ვიზიტების შესახებ ისაუბრა. შსს აკადემიის რექტორმა  2018 წელს თესაუ-სთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაგემილი ღონისძიებების შესახებ გაამახვილა ყურადღება. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა,  მომავალი წლის მარტის თვეში  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 10 წარჩინებული სტუდენტი კვლავ გაივლის ტაქტიკური სწავლების კურსს და პრაქტიკას აკადემიის კრიმინალისტიკურ ლაბორატორიაში, ასევე,  დაეუფლება სამგზავრო დოკუმენტების შემოწმების  უნარ-ჩვევებს იმიტირებულ სასაზღვრო გამშვებ პუნქტში.

      იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქვეყნის რეგიონების 5 უნივერსიტეტთან ერთად,  ჩაერთვება შსს აკადემიის პროექტში- ,,შეისწავლე ისტორია, გახდი მკვლევარი,“-რომელიც საარქივო მასალებზე დაყრდნობით, საქართველოს მხარეების ისტორიის შესწავლას და წიგნის გამოცემას ითვალისწინებს.

     შეხვედრის ბოლოს სტუდენტებისთვის ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის შექმნის ისტორიის, განვითრების და წარმატებების  შესახებ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4068