ცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის

უცხო ქვეყნის მოქალაქეები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში  ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში.

უმაღლეს სასწავლებელში, სწავლის მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა ჩარიცხვა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის № 224 ბრძანებით.

ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლა დასაშვებია:

  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ექვივალენტური განათლება;
  • უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/ სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის მსურველმა უნდა მიმართოს თელავის უნივერსიტეტს განცხადებით – რექტორის წერილობითი თანხმობის მისაღებად სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებულ ვაკანტურ ადგილზე მიღების შესაძლებლობის თაობაზე.

განცხადებას თან უნდა დაერთოს:

უცხო ქვეყნის მოქალაქე აბიტურიენტებისათვის 

  • მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • უცხო ქვეყანაში მიღებული სრული ზოგადი ან მისი ექვივალენტური განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტებისათვის

  • მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
  • უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კრედიტების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

რექტორის წერილობითი თანხმობის მიღების შემთხვევაში, სწავლის მსურველმა ან უფლებამოსილმა პირმა (სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის შემთხვევაში) განცხადებით უნდა მიმართონ სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. განცხადების ფორმის მიღება შესაძლებელია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქუჩა №1, ტელეფონი +(995 32) 2 200 220, ელ.ფოსტა – info@eqe.ge; ვებ-გვერდი – www.eqe.ge

შენიშვნაყველა უცხოენოვანი დოკუმენტი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულად დადადასტურებული ნოტარიულად.

მომავალ სტუდენტთა საყურადღებოდ

სავიზო რეგულაციებზე ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის ვებ-გვერდს: https://geoconsul.gov.ge/ka/aboutUs

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს არ აქვს საერთო საცხოვრებელი (კერძო ბინების დაქირავება შესაძლებელია უმაღლესი სასწავლებლის მიმდებარე უბნებში, ფასი მერყეობს თვეში 200-400 ლარამდე).

სტუდენტებს ეძლევათ რეკომენდაცია მიიღონ ადგილობრივი ან საერთაშორისო სამედიცინო დაზღვევა (სხვადასხვა პაკეტის ფასი მერყეობს თვეში 20-100 ლარამდე).

დამატებითი ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს შეუძლიათ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ტელეფონი (995 32) 2 200 220

 
 

2018 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.