იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პარლამენტის თავმჯდომარის დადგენილებით, გამოცხადდა სტუდენტური თვითმმართველობის საპრეზიდენტო არჩევნები.
არჩევნებში კანდიდატთა რეგისტრაცია მიმდინარეობს 27.10.2017 - ის 09:00 საათიდან 05.11.2017 - ის 17:00 საათამდე( I სართული, თვითმმართველობის ოთახი).
საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია კანდიდატმა საარჩევნო კომისიაში წარმოადგინოს:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სამოტივაციო წერილი;
გ) არანაკლებ 50 სტუდენტის მიერ ხელმოწერით დადასტურებული მხარდაჭერის ფურცელი ;
ან პარლამენტის წევრთა სიითი შემადგენლობის 1/5 ის ხელმოწერა.
დ) საარჩევნო პროგრამა;
ე) ნასამართლეობის ცნობა
საპრეზიდენტო კანდიდატთა რეგისტრაციას ახორციელებს საარჩევნო კომისია. დამატებითი ინფორმაციისთვის მიაკითხეთ თვითმმართველობის ოთახს.