2017 წლის 7 დეკემბერს, უკრაინის ქ. სუმის რეგიონული ინსტიტუტის დიპლომის შემდგომი მასწავლებლის განათლების ინსტიტუტში, გაიმართება IV საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია - ,,ინოვაციები განათლებაში: ფილოსოფია, ფსიქოლოგია, პედაგოგიკა".
კონფერენციის თემატური სფეროებია:
1. თანამედროვე ტექნოლოგიები ბავშვებისა და მოზარდების სწავლებასა და განათლებაში: უკრაინული და მსოფლიო გამოცდილება;
2. ინოვაციები უმაღლესი განათლების სფეროში: სტრატეგიები და ტექნოლოგიები;
3. ინოვაციური პროცესების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები პროფესიულ განათლებაში: გამოცდილება და პერსპექტივები;
4. უკრაინასა და მსოფლიოში დიპლომისშემდგომი განათლების ინოვაციური განვითარების ორგანიზაციული და პედაგოგიური მხარდაჭერა;
5. საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები განათლების სფეროში;
6. ინდივიდუალური სოციალურ-ფსიქოლოგიური პოტენციალის განვითარება განათლების სფეროში ინოვაციური ცვლილებების კონტექსტში;
7. განათლების ისტორია: სწავლებისა და აღზრდის პროცესში ინოვაციის რეტროსპექტივა;
8. საგანმანათლებლო ინოვაციების კულტუროლოგიური, ეთნოლოგიური და ფილოსოფიური საფუძვლები;
9. განათლების მართვის თანამედროვე მსოფლიოში და საზოგადოების ინოვაციური განვითარება.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ თესაუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ია შიუკაშვილს.