II საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია - „ევროპული განათლების განვითარების პრობლემები და პერსპექტივები“ - ჩატარდება 2017 წლის 21-24 ნოემბერს, პრაღაში. კონფერენციის ორგანიზატორია პრაღის (ჩეხეთის რესპუბლიკა) კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტი.
კონფერენციის თემებია:
- ინოვაციური მეთოდები და ტექნოლოგიები განათლებაში;
- ევროპული ჰუმანიტარული მეცნიერებები და მათი როლი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესსა და 21-ე საუკუნის საზოგადოებაში;
- ფუნდამენტური და გამოყენებითი განათლების განვითარების პრობლემები და უპირატესობები;
- სოციალური მეცნიერების როლი თანამედროვე სოციალური და ეკონომიკური პროცესების განვითარებაში.
კონფერენციის სამუშაო ენებია: ინგლისური, უკრაინული, ჩეხური, რუსული.
კონფერენციაში მონაწილეობის საფასურია 120 ევრო, დასწრებული მონაწილეობის შემთხვევაში, ხოლო 100 ევრო - დაუსწრებლად მონაწილეობისას.
კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, ასევე, გაიარონ სტაჟირების პროგრამა - ,,სასწავლო პროცესის ორგანიზება, სამეცნიერო პროექტები და საგამომცემლო აქტივობები ევროკავშირის უნივერსიტეტებში", პრაღის კვალიფიკაციის ამაღლების ინსტიტუტში, 2017 წლის 20-30 ნოემბერს.
სტაჟირების პროგრამა (108 საათი) შედგება 3 მოდულისაგან:
- მოდული 1: ევროკავშირის ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემები და სასწავლო პროცესის ორგანიზება ევროპულ უნივერსიტეტებში;
- მოდული 2: პუბლიკაციები სამეცნიერო ჟურნალებში: თეორია და პრაქტიკა;
- მოდული 3: სამეცნიერო პროექტები და საგრანტო აქტივობები საგანმანათლებლო ორგანიზაციებში.
სტაჟირების პროგრამის გავლის საფასური შეადგენს 150 ევროს.
კონფერენციაში/სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო ფორმა, ანოტაცია და პასპორტის პირველი გვერდის დასკანერებული ასლი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@prizk-conference.cz 2017 წლის 20 ოქტომბრამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილეთ ვებგვერდი