იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მასწავლებლობის მსურველთათვის

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 21 სექტემბრიდან 29 სექტემბრის 12 საათამდე! (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, მეორე სართული, აუდიტორია #27).

საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ჩატარდება 2017 წლის 2 ოქტომბერს, 11:00  საათზე.

(იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, მეორე სართული, აუდიტორია №12).

აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:

ა)განცხადება რექტორის სახელზე; (შეივსება ადგილზე);

ბ) პირადობის მოწმობის ასლი/დედანთან ერთად/;

გ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი (დედანთან ერთად)/ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;

დ) 2 ფოტოსურათი 3X4;

ე)სამხედრო ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (გაწვევას და ქვემდებარებული  ვაჟებისათვის);

ვ) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;

 

პროგრამაზე შესაძლებელია მსურველთა მიღება შემდეგი მიმართულებების მიხედვით:

  • ქართული ენა და ლიტერატურა, (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • მათემატიკა, (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ფიზიკა, (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ქიმია, (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ბიოლოგია, (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • გეოგრაფია, (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ისტორია, (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • ინგლისური ენა, (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • გერმანული ენა, (საბაზო და საშუალო საფეხური)
  • სპორტი,
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება,

 

პროგრამაზე ჩარიცხვა

მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის საფუძველია:

ა) მიმართულების შესაბამის საგნის გამოცდის ჩაბარება შეფასებისა და გამოცდები სეროვნულ ცენტრში;

ბ) იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება.

 

უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდა

გამოცდა ჩატარდება წერილობითი ფორმით, ტესტირების სახით. ტესტები მოიცავს ორ ნაწილის: კითხვებს „ზოგადი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონიდან   და   ზოგადი უნარების  ტესტურ დავალებებს. გამოცდის ხანგრძლივობა- 90 წუთი.

მისაღები გამოცდა შეფასდება მაქსიმუმ 100 ქულით. მისაღები გამოცდის კომპეტენციის მინიმალური ზღვარია 51 ქულა. 

გამოცდის შედეგები

გამოცდის შედეგები აპლიკანტებს ეცნობებათ 2 ოქტომბერს. გამოცდების შედეგების გასაჩივრების თარიღია 2017 წლის 2 ოქტომბრიდან 3 ოქტომბრის 11 საათამდე.

აპლიკანტებთან ხელშეკრულების გაფორმება

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ განსაზღვრული გამოცდის წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, აპლიკანტებთან გაფორმდება ხელშეკრულება. 2017 წლის 2 ოქტომბრიდან 3 ოქტომბრის 12 საათამდე.

 დაფინანსება

პროგრამისთვის გამოყოფილია კვოტების გარკვეული რაოდენობა, (სულ 92 ადგილი), რომელიც ფინანსდება სახელმწიფო სასწავლო გრანტით. აღნიშნული ადგილების სრულად ათვისების შემთხვევაში, შესაძლებელია დასაფინანსებელი რაოდენობის ზემოთ  სწავლის მსურველთა მიღება თვითდაფინანსებითაც.

 
მნახველთა რაოდენობა: 5779