2017 წლის 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, იმართება „მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი- 2017”.
ფესტივალის მიზნებია:
- სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაცია;
- სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების დაინტერესება სამეცნიერო კვლევებითა და ინოვაციებით;
- ქვეყნის სამეცნიერო და ინოვაციური პოტენციალის წარმოჩენა;
- ქართველ და უცხოელ მკვლევართა მიღწევების გაცნობა ფართო საზოგადოებისათვის;
- საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება;
- მკვლევართა მოტივაციის ზრდა;
- განათლების, მეცნიერებისა და კულტურის დაახლოება.
ფესტივალის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებას.
ღონისძიებების განრიგი იხილეთ თანდართულ ფაილში