(სსიპ) იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2017-2018 სასწავლო წლისათვის აცხადებს აპლიკანტთა მიღებას მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე (92 ადგილი) შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
ა) ქართული ენა და ლიტერატურა- 5 ადგილი
(საბაზო და საშუალო საფეხური);
ბ) მათემატიკა- 3 ადგილი
(საბაზო და საშუალო საფეხური);
გ) ფიზიკა - 2 ადგილი
(საბაზო და საშუალო საფეხური);
დ) ქიმია- 2 ადგილი
(საბაზო და საშუალო საფეხური);
ე) ბიოლოგია- 2 ადგილი
(საბაზო და საშუალო საფეხური);
ვ) გეოგრაფია - 4 ადგილი;
(საბაზო და საშუალო საფეხური);
ზ) ისტორია - 6 ადგილი
(საბაზო და საშუალო საფეხური);
თ) ინგლისური ენა - 4 ადგილი
(საბაზო და საშუალო საფეხური);
ი) გერმანული ენა - 2 ადგილი
(საბაზო და საშუალო საფეხური);
კ) სპორტი - 3 ადგილი
(საბაზო და საშუალო საფეხური);
ლ) სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება - 7 ადგილი
(საბაზო და საშუალო საფეხური).
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით, აპლიკანტი აბარებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდას (საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება#111/ნ2016 წლის 5 სექტემბერი).
- აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი საბუთები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი/დედანთან ერთად/;
ბ) უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი (დედანთან ერთად)/ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
გ) 2 ფოტოსურათი 3X4;
დ)სამხედრო ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი(სავალდებულოა ვაჟებისათვის);
ე) მიმართულების შესაბამისი საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი, გაცემული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;
ვ) განცხადება;
რეგისტრაცია დაიწყება 2017 წლის 21 სექტემბრიდან (იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, მეორე სართული, აუდიტორია #27).