იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მიღება სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე

       იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას 2017-2018 სასწავლო წლისთვის შემდეგ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე:

  1. აგროეკოლოგია;
  2. კვების პროდუქტების ტექნოლოგიები;
  3. ბიოლოგია;
  4. ეკოლოგია;
  5. ფუნქციათა თეორია და ფუნქციონალური ანალიზი;
  6. მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია;
  7. ტიპოლოგიური ლინგვისტიკა და მთარგმნელობითი საქმე;
  8. ახალი და უახლესი ისტორია;
  9. საგნის (ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, გეოგრაფია, ქიმია, გერმანული ენა, ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა) სწავლების მეთოდიკა;
  10. ბიზნესის ადმინისტრირება;
  11. ეკონომიკა.

         საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 21 აგვისტოდან 2017 წლის 14 სექტემბრის 15:00 საათის ჩათვლით საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამის ფაკულტეტებზე.

      მაგისტრატურაში ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს განცხადება რექტორის სახელზე, შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მითითებით, რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:

    ა) მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

    ბ) ორი ფერადი ფოტოსურათი (3x4);

   გ) ბაკალავრის დიპლომი, დანართითურთ /ცნობა კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ და მათი შესაბამისის ასლები;

    დ) სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სავალდებულო ვაჟებისთვის);

  ე) საერთო სამაგისტრო გამოცდის სერთიფიკატი;

    ვ) მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის საორგანიზაციო გადასახადის - 50 (ლარის) ქვითარი;

     მაგისტრატურის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ჩატარდება 2017 წლის 19 სექტემბერს.

        დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში: (0350) 27-59-82

        მისაღები გამოცდების საკითხები იხილეთ ბმულზე

 
მნახველთა რაოდენობა: 6151