შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ავრცელებს ინფორმაციას ორგანიზაცია The European Academy for Taxes, Economics & Law, -ის მიერ დაგეგმილი სემინარების შესახებ.
- 1. როგორ შევქმნათ სამართლებრივი ხელშეკრულებები კვლევისა და განვითარების პროექტებისთვის (How to Design Research & Development Contracts in Practice)
ხელშეკრულებები კვლევისა და განვითარების პროექტებისთვის საჭიროებს მყარ და სანდო კონსტრუქციას, რადგან, უმეტეს შემთხვევაში, სწორად შედგენილი კონტრაქტი პროექტის წარმატებისთვის გადამწყვეტ როლს ასრულებს. შესაბამისი დიზაინით შედგენილ ხელშეკრულებას შეუძლია, თავიდან აგვარიდოს ფინანსური რისკი ან ინტელექტუალური საკუთრების დაკარგვა, დაიცვას კვლევის შედეგები, მათი ეკონომიკური ღირებულება და აგვარიდოს არასაჭირო დავა. მოისმინეთ, თუ როგორ დაიცვათ საკუთარი პოზიცია კვლევით შეთანხმებებში.
სემინარზე მოისმენთ:
- როგორ გავუმკლავდეთ R&D ხელშეკრულებების ასპექტებს, როგორებიც არის: დამატებითი შეთანხმებები, კონფიდენციალობა, ლიცენზია?
- ძირითადი საკითხები, რომლებიც უნდა გავითვალისწინოთ მემორანდუმის შედგენის დროს (Memorandum of Understanding)
- როგორ შევადგინოთ გარიგებები ლიცენზიებისა და ტექნოლოგიების გადაცემისთვის?
- როგორ შევთანხმდეთ ხელშეკრულების პირობებზე, რათა შემდგომი დავა ავიცილოთ თავიდან?
- როგორ გავუმკლავდეთ ინტელექტუალური საკუთრების დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს?
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 24-25 აგვისტოს. სემინარის უფრო დეტალური აღწერილობა იხილეთ ბმულზე.
- 2. საერთაშორისო კვლევითი თანამშრომლობის დაფინანსების სტრატეგიები და წყაროები (Funding Strategies & Sources for International Research Cooperation)
საერთაშორისო სამეცნიერო ქსელის განვითარება ორგანიზაციებს ეხმარება, გამოიყენონ ცოდნა და შესაძლებლობები ყველა პარტნიორის სასარგებლოდ. კვლევითი თანამშრომლობა საშუალებას მოგცემთ, მოიპოვოთ დაფინანსება როგორც ევროკავშირისგან, ასევე სხვა საერთაშორისო პროგრამებისა და მულტილატერალური ინსტიტუტებისგან. ისწავლეთ, როგორ გადაკვეთოთ საზღვრები კონტინენტებს შორის და აღმოაჩინეთ დაფინანსების მოპოვების სხვადასხვა გზა.
სემინარზე მოისმენთ:
- როგორ მივიღოთ წვდომა საერთაშორისო და ევროპულ დაფინანსების წყაროებზე?
- როგორ წავახალისოთ კვლევის კომერციალიზაცია, მეწარმეობა და ინოვაცია საკუთარ ორგანიზაციაში?
- როგორ შევქმნათ დაფინანსების სტრატეგიები და როგორ მოვემზადოთ საერთაშორისო კვლევითი დაფინანსებისთვის?
- როგორ შევიმუშაოთ დაფინანსების მოპოვების სტრატეგია?
- როგორ ვითანამშრომლოთ წარმატებულად განვითარებადი ქვეყნების უნივერსიტეტებთან და კვლევით ინსტიტუტებთან?
- რა დაფინანსების წყაროებია ხელმისაწვდომი აშშ-ში და როგორ გამოვიყენოთ ისინი ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ?
- როგორ გამოვიყენოთ კერძო ფონდების წყაროები?
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 25-26 სექტემბერს. დამატებითი აღწერილობა ხელმისაწვდომია ბმულზე.
- 3. კვლევითი და სამეცნიერო კომუნიკაცია (Research and Science Communication)
კვლევასა და მეცნიერებას საერთაშორისო და ევროპულ ასპარეზზე უფრო და უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. ამიტომ უმაღლესმა საგანმანათლებლო და კვლევითმა დაწესებულებებმა უნდა მოიზიდონ მკვლევრები, დოქტორები და სტუდენტები უცხოეთიდან. ამ სემინარის მეშვეობით თქვენ შეძლებთ, გაზარდოთ თქვენი დაწესებულების ნაყოფიერება კვლევით და სამეცნიერო კომუნიკაციაში, გაიზიაროთ ჩვენი ექსპერტების გამოცდილება და გააფართოვოთ კავშირი მედიასა და მკვლევრებს შორის.
სემინარზე მოისმენთ:
- ვინ არის თქვენი აუდიტორია?
- როგორ მივაწვდინოთ სათქმელი სხვადასხვა აუდიტორიას?
- რა სახის გამოწვევებს ვაწყდებით სამეცნიერო კომუნიკაციაში?
- როგორ ვისაუბროთ კვლევაზე სოციალურ მედია საშუალებებში?
- როდის და რამდენად ხშირად ვისარგებლოთ სოციალური მედია საშუალებებით?
- როგორ გავზომოთ შესრულებული სამუშაოს ეფექტიანობა?
- როგორ მივიპყროთ საერთაშორისო მედია საშუალებების ყურადღება?
- როგორ დავამკვიდროთ ევროპული საკომუნიკაციო ქსელი?
- როგორ უნდა ითანამშრომლოს ფაკულტეტმა მკვლევრებთან?
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 12-13 ოქტომბერს. დამატებითი აღწერილობა იხილეთ ბმულზე.
- 4. სახელმწიფო დახმარება კვლევისთვის, განვითარებისა და ინოვაციისთვის (State Aid for Research, Development and Innovation)
აუცილებელია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კვლევით ინსტიტუტებს სწორად ესმოდეთ სახელმწიფო დახმარების კანონი. რადგან უნივერსიტეტები და კვლევითი ინსტიტუტები ძლიერ დამოკიდებულნი არიან ევროკავშირის ფონდებსა და სხვა საშემოსავლო წყაროებსა თუ აქტივობებზე, მათ სისტემატურად უნდა ამოწმონ, ერგება თუ არა სახელმწიფო დახმარების კანონი დაგეგმილ აქტივობებსა თუ პროექტებს.
სემინარი შედგება პრაქტიკული ჯგუფური სავარჯიშოებისგან, რომლის დროსაც მონაწილეებს დაუსვამენ ზემოთხსენებულ კანონთან დაკავშირებულ კითხვებს. გამოიყენეთ შესაძლებლობა და ისაუბრეთ საკითხებზე, როგორიცაა: ლიცენზირება; ინტელექტუალური საკუთრების დაცვა; განსხვავება ცოდნის, ტექნოლოგიის გადაცემასა და კონსულტაციას შორის; კოლაბორაციული კვლევები და ა.შ.
სემინარზე მოისმენთ:
- Union Framework-ის პრაქტიკული გამოყენება კვლევებისთვის, განვითარებისა და ინოვაციის სფეროებისთვის (RDI)
- რომელი ასპექტებია განსაკუთრებით ღირებული RDI სახელმწიფო დახმარებისთვის GBER-ის (General Block Exemption Regulation) მიხედვით?
- როგორ განვასხვავოთ სწორად ეკონომიკური და არაეკონომიკური აქტივობები?
- როგორ მოვარგოთ ლიცენზიები და ინტელექტუალური საკუთრება სახელმწიფო დახმარების კანონს?
- როგორ შევაფასოთ კერძო სექტორთან თანამშრომლობა სახელმწიფო დახმარების კანონის მიხედვით?
- რა გავლენა აქვს სახელმწიფო დახმარების რეგულაციებს RDI ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური პარკების დაფინანსებაზე?
- როგორ მოვემზადოთ RDI პროექტების ფინანსური აუდიტისთვის?
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 26-27 ოქტომბერს. დამატებითი აღწერილობა იხილეთ ბმულზე.
- 5. ფინანსური აღრიცხვა და აუდიტი ევროპის კვლევისა და განვითარების ფონდში (Financial Accounting and Audit in European Research & Development Funding)
ევროკავშირი სხვადასხვა ფონდებითა და ინსტრუმენტებით უზრუნველყოფს დაინტერესებული მხარეებისა (უნივერსიტეტები, კვლევითი ცენტრები) და კვლევის შედეგების კომერციალიზაციის მხარდაჭერას. თუმცა, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება საკმაოდ რთულია და დიდ დროს მოითხოვს. ბენეფიციარებმა უნდა გაითვალისწინონ ბიუჯეტის მართვის რეგულაციების მკაცრი წესები. აღნიშნული წესების უგულებელყოფა პროექტის რისკიანობას მკვეთრად ზრდის. ევროკომისია უფლებამოსილია, გრანტი გაყინოს, ან მოითხოვოს სრული ანაზღაურება. ამიტომ აუცილებელია, შესაბამისად მოემზადოთ დაფინანსებული პროექტების ფინანსური მენეჯმენტისთვის. "ჰორიზონტი 2020" ევროკავშირის ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრამაა კვლევასა და ინოვაციის სფეროში. მაგრამ რა გამოწვევები უნდა გავითვალისწინოთ, როდესაც საქმე გვაქვს "ჰორიზონტი 2020-ის" (Horizon 2020), "მარი-სკლოდოვსკა-კიურისა" (Marie Skłodowska-Curie) და "ევროპის კვლევითი საბჭოს" (European Research Council - ERC) გრანტებთან? უკანასკნელ წლებში ევროკომისიამ მნიშვნელოვნად გაზარდა აუდიტის რაოდენობა კვლევისა და კომერციალიზაციის სფეროში.
განსხვავებულ ფონდებს განსხვავებული წესები აქვთ. აუცილებელია, რომ პროექტებში გათვალისწინებული იყოს დაფინანსების სქემის ზოგადი სტრატეგიული მიზნები და დეტალური ფინანსური მოთხოვნები. ამიტომ აუცილებელია, პროექტის მენეჯერებმა იცოდნენ, რომელი პირდაპირი და არაპირდაპირი ხარჯების გაწევის უფლება აქვთ ამა თუ იმ პროგრამაში, რა განსხვავებაა ფინანსურ აღრიცხვასა და ანგარიშგებას შორის, რა იგულისხმება ფინანსურ ანგარიშგებაში (financial reporting), როგორ აწარმოონ ფინანსური დაგეგმვა ყველაზე ეფექტიანად და ა.შ. ამ ინტერაქტიულ სემინარზე თქვენ მოისმენთ, როგორ უნდა აწარმოოთ ფინანსური ანგარიშგება და აუდიტი და ასევე გაიგებთ, რა ცვლილებები შევიდა ევროკავშირის კვლევითი პროექტების ფინანსურ მენეჯმენტში.
სემინარი ჩატარდება მიმდინარე წლის 16-17 ნოემბერს. დამატებითი აღწერილობა იხილეთ ბმულზე.
- 6. კვლევისა და კვლევის ხარისხის შეფასება (Research Evaluation & Assessing Research Quality)
კვლევის ხარისხის შეფასებისას მრავალი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ. კვლევის შედეგების დიდი ნაწილი იზომება რაოდენობრივად. თუმცა ჩნდება კითხვა: არის თუ არა პუბლიკაციების, ციტატებისა და დოქტორანტების რაოდენობა საკმარისი მაჩვენებელი შეფასების დროს? კიდევ რა საჭირო კრიტერიუმი არსებობს კვლევის შესაფასებლად? ყველაზე რთული საკითხია კვლევის გავლენის განსაზღვრა საზოგადოებაზე.
სემინარზე მოისმენთ:
- როგორ გავხადოთ კვლევის შეფასების პრაქტიკა ეფექტური ჩვენს დაწესებულებაში?
- როგორ უნდა გადანაწილდეს პასუხისმგებლობები და პრიორიტეტები დაინტერესებულ მხარეებს შორის?
- კვლევის შეფასების რომელი მაჩვენებლებია ყველაზე ეფექტური?
- რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ კვლევის შედეგების გაზომვისას?
- როგორ შევაფასოთ კვლევის გავლენა საზოგადოებაზე და როგორ გავხადოთ ეს შედეგები ხილული?
- რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მეთოდოლოგიები კვლევისა და მისი გავლენის შეფასებისთვის?
სემინარი ჩატარდება 2018 წლის 19-20 მარტს. აღწერილობა იხილეთ ბმულზე.
სემინარებში მონაწილეობის პირობებისა და სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის დააჭირეთ აქ.