იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად 2017 წლის 10 ივლისიდან:
აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე 3 (სამი) წლის ვადით

  • სატყეო საქმის მიმართულება
  • ასოცირებული პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 3 (სამი) წლის ვადით
2.1.ფიზიკის მიმართულება
ასისტენტ-პროფესორის ერთ საშტატო ერთეულზე

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა უნდა წარმოადგინოს:
· ავტობიოგრაფია (CV)
· პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი
· 2(ორი) ფოტოსურათი
· სამეცნიერო/აკადემიური ხარისხის ან დოქტორანტურაში სწავლის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

კონკურსანტის კომპეტენტურობის დასადგენად განსაზღვრული სავალდებულო
მოთხოვნები:

ა) ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
· მინიმუმ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
· ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმ ორ სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია/კონგრესი/სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);
· ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დარგთან შესაბამისი ორი
საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;
· წასაკითხად შემოთავაზებული ორი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომლებიც
შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული
საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით
(დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
· დარგის განვითარების კონცეფცია სწავლების მინიმუმ ორ საფეხურზე.
ასოცირებული პროფესორი ვალდებულია უნივერსიტეტში შრომითი ურთიერთობის დროსიმყოფებოდეს მინიმუმ 4(ოთხი) სამუშაო დღის განმავლობაში.

ბ) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
· მინიმუმ 2 (ორი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის გამოცდილება;
· ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მინიმუმ ერთ სამეცნიერო ფორუმში (კონფერენცია/
კონგრესი/სიმპოზიუმი) მონაწილეობა (დარგთან შესაბამისად);
· ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გამოქვეყნებული დარგთან შესაბამისი ერთი
საუკეთესო სამეცნიერო ნაშრომი;
· წასაკითხად შემოთავაზებული ერთი სასწავლო კურსის სილაბუსი, რომელიც
შემუშავებული იქნება უნივერსიტეტში მოქმედი შესაბამისი აკრედიტებული
საგანმანათლებლო პროგრამებისა და სილაბუსის ფორმის გათვალისწინებით
(დამოწმებული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
· დარგის განვითარების კონცეფცია სწავლების მინიმუმ ორ საფეხურზე.

ასისტენტ–პროფესორი ვალდებულია უნივერსიტეტში შრომითი ურთიერთობის დროს
იმყოფებოდეს მინიმუმ 4 (ოთხი) სამუშაო დღის განმავლობაში

კონკურსანტს კომპეტენტურობის დასადგენად დამატებით შეუძლია წარმოადგინოს ინფორმაცია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში განხორციელებული შემდეგი აქტივობების შესახებ:
· მოქმედი აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელობა;
· საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობა/რეცენზენტობა (ოპონირება);
· სტუდენტთა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის ხელმძღვანელობა;
· დარგთან დაკავშირებული სამეცნიერო საგრანტო პროექტის ხელმძღვანელობა,
მონაწილეობა;
· პროფესიულ საქმიანობასთან/დარგთან დაკავშირებულ საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით/სამეცნიერო–სასწავლო/სასწავლო–საგანმანათლებლო პროექტებში/პროგრამებში მონაწილეობა;
· დარგთან დაკავშირებული საგანმანათლებლო–კვლევითი პროექტის ხელმძღვანელობა, მონაწილეობა;
· დარგთან დაკავშირებულ სამეცნიერო ფორუმებში (კონფერენცია/კონგრესი/
სიმპოზიუმი) მონაწილეობა და სერტიფიკატების ფლობა;
· დარგთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი;
· ბოლო ხუთი წლის განმავლობაში წაკითხული ლექციების ჩამონათვალი
(დამოწმებული პროგრამის ხელმძღვანელისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის მიერ);
· პროფესიულ საქმიანობასთან/დარგთან დაკავშირებული მონოგრაფიის/
სახელმძღვანელოს/სალექციო კურსის/რიდერის/ბროშურის ავტორობა; რედაქტორობა/რეცენზენტობა;
· სამეცნიერო ჟურნალის რედკოლეგიის/სარედაქციო/საგამომცემლო საბჭოს წევრობა;
სტატიის რეცენზირება;
· პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებულ/კვალიფიკაციის ასამაღლებელ
ტრენინგებში მონაწილეობა (დადასტურებული სერტიფიკატით ან ცნობით);
· ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური/
წარმომადგენლობითი/ სადისერტაციო საბჭოების, აგრეთვე, დარგობრივი ეროვნული
და საერთაშორისო სამეცნიერო აკადემიების/ასოციაციების/ საზოგადოების წევრობა;
· პროფესიულ საქმიანობაში/დარგში ტრენერობა/ექსპერტობა;
· დარგთან დაკავშირებულ გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;
· განხორციელებული სასწავლო/სამეცნიერო ინოვაცია (რომელსაც არ ითვალისწინებდა
დაკავებული თანამდებობით განსაზღვრული საქმიანობის წესი/დებულება);
· პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული ოფიციალური წახალისებები
(მადლობა/ჯილდო/პრემია/საპატიო წოდება/ორდენი).

ნებისმიერი აქტივობის შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს დამოწმებულად (ოფიციალური პირის ხელმოწერა, ბეჭედი)

  • კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მონაცემების შეფასება განხორციელდება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2014 წლის 30 მაისს დამტკიცებული (ოქმი N15) „აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესის შესახებ დებულების“ მიხედვით.
  • კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დაიწყოს 2017 წლის 18 აგვისტოდან და დასრულდეს 2017 წლის 29 აგვისტოს ჩათვლით.
  • საბუთების მიღება განხორციელდეს უნივერსიტეტის I კორპუსის II სართულზე # 39-ე ოთახში, შაბათ-კვირის გარდა, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე.
  • კონკურსის ჩატარების დღედ განისაზღვროს 2017 წლის 07 სექტემბერი.

ვებგვერდი http://www.tesau.edu.ge
ელ.ფოსტა info@tesau.edu.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ბმულები:

http://tesau.edu.ge/files/uploads/iuridiuli_cnobari/brdzanebebi/1.391.pdf

http://www.tesau.edu.ge/failebi/iuridiuli%20cnobari/debulebebi/akademiuri%20personalis%20.pdf

 
მნახველთა რაოდენობა: 6236