იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კონკურსი თელავის სახელწიფო უნივერსიტეტში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად

  სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელწიფო უნივერსიტეტში,  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ინკლუზიური პროფესიული  განათლების სპეციალისტის  ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, გამოცხადდა  კონკურსი:

კონკურსის პირობები:

მაქსიმალური საკონკურსო ქულა - 50 ქულა

  • საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესია: ფსიქოლოგი/მასწავლებელი/სპეც. მასწავლებელი -10 ქულა

საგანმანათლებლო ხარისხი: მაგისტრის ან ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში- 10 ქულა

სამუშაო გამოცდილება: მუშაობის არა უმცირეს ერთწლიანი გამოცდილება ინკლუზიური განათლების სფეროში  - 20 ქულა

უცხო ენა: -10 ქულა

უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს: 

-         გავლილი სპეც.  მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი და აღებული აქვს სერტიფიკატი.

– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების, ფუნქციური მხარდაჭერის გამოცდილება პროფესიული განათლების მიღებისა და დასაქმების პროცესში;

დამატებით აქვს პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.

 

საბუთების წარდგენა შესაძლებელია 2017 წლის 10 მაისიდან 17 მაისის ჩათვლით;

 

კომისიის მიერ საბუთების გადარჩევა და კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება 2017 წლის 18 მაისს.

 

ინკლუზიური პროფესიული  განათლების სპეციალისტის  თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 350 (სამას ორმოცდაათი ლარის) ოდენობით (უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტის და /ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტის არსებობის შემთხვევაში).

კანდიდატთა საბუთების მიიღება უნივერსიტეტის I  კორპუსში,  ოთახი №19, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

 
მნახველთა რაოდენობა: 5982