იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი

   37-ე დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია

  არნოლდ ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტი 2017 წლის  ოქტომბერში (ზუსტ თარიღს გაცნობებთ დამატებით) ატარებს 37-ე დიალექტოლოგიურ სამეცნიერო სესიას. სესიას უმასპინძლებს სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სამეცნიერო სესიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და საზღვარგარეთის  უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა და დოქტორანტებს, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებს.

          კონფერენციის თემატიკაა:

ა) დიალექტოლოგიის ზოგადი საკითხები;

ბ)ქართველურენათა დიალექტების ფონეტიკისა და გრამატიკის საკითხები;

გ)ქართველურენათა დიალექტების ლექსიკა-ფრაზეოლოგიის საკითხები.

კონფერენციის სამუშაო ენაა ქართული.

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სამეცნიერო ნაშრომი (მოხსენების ტექსტი)2017წლის 20 ივნისამდე  ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@ice.ge; burchuladzetea@gmail.com

საკონფერენციო სამეცნიერო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ელექტრონული სახით შემდეგი მოთხოვნების დაცვით: ნაშრომი უნდა იყოსქართულენაზე Microsoft Word-ის დოკუმენტის სახით;ნაშრომისათვის სავალდებულოა Sylfaen შრიფტის, ხოლო უცხოურენოვანი რეზიუმესათვის Times New Roman შრიფტის გამოყენება; შრიფტისზომა 11 (გარდა სათაურისა, შრიფტის ზომა სათაურისთვის 12), ინტერვალი 1,5; გვერდის პარამეტრები: დაშორება lodleT danarTi )nt f the ზემოდან, ქვემოდან, მარჯვნიდან, მარცხნიდან 2 სმ.;ნაშრომს თან უნდა ახლდე სგამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალი და რეზიუმე ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 300 სიტყვისა). ნაშრომის მოცულობა გამოყენებული ლიტერატურის ჩამონათვალისა და რეზიუმეს ჩათვლით  არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 10 ნაბეჭდ გვერდს. ნაშრომის ავტორის(ავტორების) სახელი და გვარი უნდა  მიეთითოს სრულად ნაშრომის სათაურის ზემოთ, მარცხენა კუთხეში.

ცალკე ფურცელზე უნდა იყოს წარმოდგენილი მონაცემები ავტორის შესახებ:

1. სახელი და გვარი;

2. სამეცნიერო ხარისხი;

3. სამუშაო ადგილი;

4. თანამდებობა;

5. ელექტრონული ფოსტის მისამართი;

6. ტელეფონის ნომერი.

          კონფერენციაზე წარმოდგენილი მასალები დაიბეჭდება ენათმეცნიერების ინსტიტუტის პერიოდულ გამოცემაში „დიალექტოლოგიური კრებული“.

          დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:contact@ice.ge;

burchuladzetea@gmail.com

 
მნახველთა რაოდენობა: 13282