სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.
- საბუთების შემოტანის ვადა- 2017 წლის 10 აპრილიდან 19 აპრილის ჩათვლით, 10.00 -17.00 საათამდე, დასვენების დღეების გარდა. საბუთების მიღება იწარმოებს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრში ( I კორპუსი, I სართული, ოთახი N19);
- კომისიის მიერ საბუთების გადარჩევა და კონკურსანტებთან გასაუბრება ჩატარდება 2017 წლის 20 აპრილს ;
- ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტის თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 350 (სამას ორმოცდაათი ლარის) ოდენობით (უნივერსიტეტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტის და /ან სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე სტუდენტის არსებობის შემთხვევაში).
- წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
– ავტობიოგრაფია;
– სამოტივაციო წერილი;
– სარეკომენდაციო წერილი დასაქმების ადგილიდან (არსეობის შემთხვევაში);
– პირადობის მოწმობის ასლი;
– განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (დიპლომის ასლი);
– კვალიფიკაციის სხვა დამადასტურებელი დოკუმენტები;
_ განცხადება რექტორის სახელზე.
კონკურსის პირობები:
მაქსიმალური საკონკურსო ქულა - 50 ქულა
- საკვალიფიკაციო მოთხოვნები
პროფესია- ფსიქოლოგი/მასწავლებელი/სპეც.მასწავლებელი -10 ქულა
საგანმანათლებლო ხარისხი- მაგისტრის ან ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში- 10 ქულა
სამუშაო გამოცდილება- მუშაობის არა უმცირეს ერთწლიანი გამოცდილება ინკლუზიური განათლების სფეროში - 20 ქულა
უცხო ენა -10 ქულა
უპირატესობა მიენიჭება პირს, რომელსაც დამატებით აქვს:
- გავლილი სპეც. მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსი და აღებული აქვს სერტიფიკატი.
– სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა განათლების, ფუნქციური მხარდაჭერის გამოცდილება პროფესიული განთლების მიღებისა და დასაქმების პროცესში;
–დამატებით აქვს პროფესიული განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება.