იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია

2017 წლის 27,28 აპრილს ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდება (საქართველო, ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. № 37).
კონფერენციის სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.
კონფერენციის თემატიკაა: კულტურა, ხელოვნება, ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები, კულტურული ტურიზმი, კულტურის მენეჯმენტი და მედია.
* კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.
* კონფერენციის მოხსენებები მიიღება თემის ხელმძღვანელის რეკომენდაციის საფუძველზე.
* კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ ნაშრომის რეზიუმე ქართულ (არაუმეტეს 1000 სიმბოლო) და ინგლისურ ენებზე, რომელიც დაიბეჭდება კონფერენციის პროგრამასთან ერთად.
* წარმოდგენილ რეზიუმეებს შეარჩევს კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი, რომლის გადაწყვეტილება ავტორს ეცნობება საინფორმაციო წერილით.
* თქვენი უნივერსიტეტიდან კონფერენციაში მონაწილე ერთი სტუდენტი უზრუნველყოფილი იქნება ღამისთევითა და კვებით. სურვილის შემთხვევაში, დანარჩენი სტუდენტების მიღება მოხდება მათივე ხარჯებით.
სარეგისტრაციო ანკეტის და რეზიუმეების წარმოდგენის ბოლო ვადა – 2017 წლის 1 მარტი.
რეგლამენტი მომხსენებელთათვის - 10 წუთი
გთხოვთ, სარეგისტრაციო ანკეტა და რეზიუმე (ქართულ და ინგლისურ ენებზე) მოგვაწოდოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: sofotavadze@hotmail.com
საკონტაქტო პირი:
სოფო თავაძე, ტელ.: 593 633087
სარეგისტრაციო ანკეტის შესავსებად იხილეთ მიმაგრებული ფაილი

 
მნახველთა რაოდენობა: 9052
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.