იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მეორე საერთაშორისო ახალგაზრდული სამეცნიერო სკოლა ,,ინოვაციის მართვა“ იწვევს მონაწილეებს

მეორე საერთაშორისო ახალგაზრდული სამეცნიერო სკოლა „ინოვაციის მართვა“ იწვევს მონაწილეებს სომხეთის ქალაქ წაღკაძორში 30 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით.

სკოლა მიზნად ისახავს მონაწილეებს გააცნოს მეცნიერულ-ინოვაციური პროექტების მექანიზმი და მენეჯმენტის ზოგადი მახასიათებლები. ჯგუფური მუშაობის დროს მონაწილეები გაეცნობიან საქმიანი პროექტის წერის ეფექტურ ტექნიკას.
პროექტში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ ახალგაზრდა მეცნიერებს, ინდივიდუალურ გამომგონებლებს, სტუდენტებს, კურსდამთავრებულებს და მკვლევრებს 20-დან 35 წლამდე.

პროექტში მონაწილეობის მიღება უფასოა. აგრეთვე უფასოა სკოლის ღონისძიებებზე დასწრება. პროგრამა საცხოვრებლისა და კვების ხარჯებსაც სრულად დაფარავს.

მონაწილეთა შერჩევას აწარმოებს პროფესორებითა და ექსპერტებით დაკომპლექტებული სპეციალური ჟიური. არჩეული კანდიდატები მიიღებენ მოწვევის წერილებს. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი აპლიკაცია შემდეგ ბმულზე https://goo.gl/m6WdFh  2016 წლის 11 სექტემბრამდე.

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი

 
მნახველთა რაოდენობა: 6582
 
 
 
 

    2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.